Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით შალიკაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სიღნაღის მაზრა. დაამთავრა თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზია და სანკტ-პეტერბურგის კადეტთა კორპუსი. დაიბადა სიღნაღის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლის, იოსებ ივა-ნეს ძე შალიკაშვილისა (1848-1903) და ნინო დიმიტრის ასულ სტაროსელსკაიას (გარდაიცვალა 1930 წელს), ოჯახში. მისი პაპები იყვნენ: მამის მხრიდან - რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი ივანე იოსების ძე შალიკაშვილი (1813-1866), ხოლო დედის მხრიდან - პოლონური წარმომავლობის არისტოკრატი, რუსეთის იმპერიის სენატორი, გენერალ-ლეიტენანტი, ბაქოს გენერალ-გუბერნატორი დიმიტრი სიმონის ძე სტაროსელსკი (1832-1884). რუსეთის საიმპერიო არმიის ოფიცრის რანგში მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. იყო თათართა ცხენოსანი პოლკის პორუჩიკი. მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში პოლკოვნიკის წოდებით. იყო საქართველოს ეროვნული გმირის, ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის (1888-1930), უახლოესი მეგობარი. შეფიცულთა რაზმის წევრის, ალექსანდრე სულხანიშვილის (1897-1990) ცნობით, დავით შალიკაშვილი "ძალიან კარგი ოფიცერი იყო და დიდი ამხანაგი ქაქუცასი". იყო ერთ-ერთი ინიციატორი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სასახლის ფლაგშტოკზე წითელი დროშის ჩამოხსნისა და ეროვნული სამფეროვანი დროშის აღმართვისა, საბჭოთა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა. დამკვიდრდა საფრანგეთში, სადაც უცხოელთა ლეგიონში ოფიცრად ჩაირიცხა. მსახურობდა აფრიკაში. გარდაიცვალა გერმანული არმიის საფრანგეთში შეჭრისას. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის ოფიცერი. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.475
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |