შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დემურ ბაშელეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი და მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1973-1975წწ. გაზეთი "მალადიოჟ გრუზიის" კორესპოდენტი; 1975-1981წწ. სამეცნიერო-კვლევითი პროგრამებით მუშაობდა ავსტრიაში, პოლონეთში, გერმანიაში, ჩეხოსლოვაკიაში, რუსეთსა და ბელორუსში; 1976-1981წწ. გაზეთ "სოფლის ცხოვრების" განყოფილების გამგე; 1981-1987წწ. ჟურნალ "პარტიული სიტყვის", განყოფილების გამგე; 1990-2000წწ. გაზეთ "პეგასის" დამფუძნებელი, მთავარი რედაქტორი; 1992-2003წწ. საქართველოს სახელოვნებო აკადემიის რექტორი; 1994-1995წწ. დამასკოს საერთაშორისო გამოფენის საქართველოს ექსპოზიციის დირექტორი; 1995-2000წწ. საქართველოს ინტელექტუალთა ლიგა, პრეზიდენტი; 2005-2011წწ. ევროპის მეცნიერების, ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტის (საფრანგეთი) თავმჯდომარე; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; არის 400-ზე მეტი ფერწერული და გრაფიკული ნაწარმოების ავტორი, რომელთა დიდი ნაწილი ინახება მსოფლიოს 20-მდე ქვეყნის გალერერეებში, მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში. მისი მონუმენტური ნამუშევრები საქართველოს, ევროპისა და აზიის მრავალ ქალაქშია. არის 70 სამეცნიერო ნაშრომის, 10 გამოგონების, 500-ზე მეტი პუბლიკაციისა და ნარკვევის, პოეტური და პროზაული წიგნების ავტორი, 12 სამეცნიერო გამოკვლევის რედაქტორი. ხუთჯერ მიენიჭა პირველი პრემიის ლაურეატის და ორჯერ - "წლის საუკეთესო მხატვრის" საპატიო წოდებები. სახვითი ხელოვნების პროფესორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 87; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.17 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |