The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვანო სტურუა

ვანო სტურუა
Legal name:ივანე სტურუა
Date of birth:28 December, 1870
Date of death:13 April, 1931  (at 60 years)
Category:Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კულაში, ქუთაისის მაზრა.  
1889–1900წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის მთავარ სახელოსნოებში; თბილისის სოციალირ-დემოკრატიული ორგანიზაციის ერთ-ერთი დამაარსებელი; 1898-1900წწ. ხელმძღვანელ როლს ასრულებდა თბილისის მუშათა გაფიცვებსა და მაისობებში; 1900 წლის სექტემბერში ბაქოში ჩაბმული იყო რევოლუციურ მუშაობაში; იყო რსდმპ ბაქოს კომიტეტის წევრი, ლენინური "ისკრის" აგენტი; მუშაობდა რსდმპ ცკ-ის არალეგალურ სტამბებში ბაქოში, პეტერბურგსა და ვიბორგში; რამდენიმეჯერ იყო პატიმრობასა და გადასახლებაში; 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ხელმძღვანელობდა სამტრედიის ბოლშევიკურ ორგანიზაციას; 1918–1920წწ. იყო ბოლშევიკების დასავლეთ ამიერკავკასიის და ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტების; 1922-1924წწ. - საქართველოს სსრ მიწათმოქმედების სახკომი, შემდეგ საკ. კპ(ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პარტკოლეგიის საკონტროლო კომისიის თავმჯდომარე; არაერთხელ იყო საკავშირო კპ (ბ) ყრილობის დელეგატი; საკ. კპ (ბ) XIV - XVI ყრილობებზე აირჩიეს საკ. კპ (ბ) ცენტრალური საკონტროლო კომისიის წევრად; იყო საქართველოს სსრ, ამიერკავკასიის სფსრ და სსრკ ცაკის წევრი; პროფესიონალი რევოლუციონერი, საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია:ტ.9 - თბ., 1985.-გვ. 587

Member of Organizations

  • კომუნისტური პარტია, წევრი (1896-)
  • საქ. კპ(ბ) ცკ-ის , წევრი (1920-1921)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1900-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სამტრედიის განყოფილება, წევრი (1916-)

Share: