The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კლიმენტი აჩელაშვილი

კლიმენტი აჩელაშვილი
დაბადების თარიღი:1941  (84 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კოთელია, ახალქალაქის რაიონი.

დაამთავრა მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ეკონომიკური კიბერნეტიკის სპეციალობით 1965 წელს.

1965-1968 წწ. იყო ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი; 1968-1975 წწ. მუშაობდა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების ეკონომიკის ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1975-1991 წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტად, 1991 წლიდან ამავე უნივერსიტეტის კათედრის გამგედ. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.188

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში შესრულებულ შრომათა ციკლისათვის - "მაკროეკონომიკური რეგულირების მეთოდები და მოდელები"
  • 2003 - ღირსების ორდენი

გააზიარე: