Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აბდულ აზიზ შარიფ![]()
Biographyდაბადების ადგილი: ნახიჩევანი, აზერბაიჯანი. დაწყებითი განათლება მშობლიურ ნახჭევანში მიიღო. შემდგომში კი სწავლის გასაგრძელებლად თბილისში გადმოვიდა. თბილისში ცხოვრებისას დაუახლოვდა აზერბაიჯანელ მწერალთა ჯგუფს, ჯ. მამედკულიზადეს, ა. ახვედროვსა და სხვ. 1910 წელს სატირულ ჟურნალში "მოლლა ნასრედდინი" გამოქვეყნდა მისი პირველი ნაწერები. 1915-1917წწ. სწავლობდა მოსკოვის კომერციულ ინსტიტუტში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა თბილისში და აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში. ეწეოდა საგანმანათლებლო და კულტურულ საქმიანობას. 1918 წლის ოქტომბერში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტში აზერბაიჯანელთათვის გამოყოფილი კვოტით გახდა პარლამენტის წევრი. 1920 წლის მაისში იყო ბორჩალოს მუსლიმთა ყრილობის თავმჯდომარე, ნ. ჟორდანიასთვის გაგზავნილ წერილში ხოტბას ასხამდა ქართულ დემოკრატიას და მტერთან ბრძოლაში მხარდაჭერას უცხადებდა. აზერბაიჯანის გასაბჭოების შემდეგ აქტიურად იყო ჩართული ანტისაბჭოთა საქმიანობაში. 1921 წელს დააპატიმრეს 2 წლის ვადით, თუმცა აზერბაიჯანის რევკომის თავმჯდომარის ნარიმანოვის ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს. 1943 წელს დაამთავრა მოსკოვის მ. გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი. მუშაობდა საბჭოთა კავშირის მეცნიერების აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში. რუსულად თარგმნა ახვერდოვის და სხვა აზერბაიჯანელი მწერლების ნაწარმოებები. კარგად ფლობდა ქართულ ენას, აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნა ე. ნინოშვილისა და ნ. მიწიშვილის მოთხრობები. 1962 წლიდან იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. კითხულობდა ლექციებს ამიერკავკასიის ხალხების ლიტერატურისა და ისტორიის შესახებ. აზერბაიჯანელი საზოგადო მოღვაწე. აზერბაიჯანული სოციალ-დემოკრატიული პარტიის "ჰუმეტის" წევრი. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.480 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |