The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პეტრე ჩარექიშვილი

დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაასრულა ქუთაისის 6-კლასიანი სასწავლებელი. 1899 წელს შევიდა თბილისის საოსტატო ინსტიტუტში.

1903-1907წწ. მასწავლებლად მუშაობდა ქუთაისის 6-კლასიან სასწავლებელში, ხელმძღვანელობდა ამავე სასწავლებელთან არსებულ პედაგოგიურ კურსებს, მონაწილეობდა საზოგადოებრივ ღონისძიებებში, რის გამოც 1907 წელს დააპატიმრეს და საქართველოდან გაასახლეს. მოღვაწეობა გააგრძელა განჯაში, აქაურ 6-კლასიან სასწავლებელში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა და პარალელურად სიმწიფის ატესტატზე გამოცდა ჩააბარა. 1910 წელს შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტში, სადაც დაამთავრა მათემატიკის ფაკულტეტი. მიიწვიეს მოსკოვის გერმანულ სკოლაში გამგის თანამდებობაზე. 1916 წელს დაბრუნდა საქართველოში და თბილისის სკოლებში მუშაობდა მათემატიკის მასწავლებლად. 1917 წელს აირჩიეს თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორად. დამოუკიდებელ საქართველოში ეს თანამდებობა გაუქმდა და 1918-1920წწ. ჯერ თბილისის წმინდა ნინოს გიმნაზიის დირექტორი იყო, შემდეგ კი თელავის წმინდა ნინოს გიმნაზიისა.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.492


გააზიარე: