The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დევიზ დარჯანია

Date of birth:15 April, 1953
Date of death:8 July, 2014  (at 61 years)
Category:Sports Coach, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ონოღია, გეგეჭკორის რაიონი (ახლანდელი მარტვილის მუნიციპალიტეტი). 
დაამთავრა საშუალო სკოლა 1970 წელს, მიიღო უმაღლესი განათლება.

სხვადასხვა დროს თამაშობდა მარტვილის "სალხინოში", თბილისისა და ზუგდიდის "დინამოში", სამტრედიის "ლოკომოტივსა" და ქუთაისის "ტორპედოში"; მას თავისი კარიერის საუკეთესო წლები ქუთაისურ კლუბში აქვს გატარებული; 1982 წელს "ტორპედო" მისი კაპიტნობით საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგას დაუბრუნდა; საკავშირო ჩემპიონატის პირველი ლიგის 38 მატჩში კი მან 19 გოლი გაიტანა. კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას მიჰყო ხელი და "წყალტუბო 83"-თან ერთად საქართველოს ჩემპიონობა ორჯერ იზეიმა (1985–1986); ფეხბურთელი.

წყარო: footballfacts.ru

Awards and Honors

  • სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

Share: