Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე ღლონტი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების ბურღვის სპეციალობით 1994 წელს; თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის "აჭარის" იურიდიული ფაკულტეტი 1996 წელს; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი 2003 წელს. 1997-1999წწ. მუშაობდა დიდუბის რაიონის სასამართლოს ადმინისტრაციულ და სააღსრულებლო წარმოების ინსპექტორად; 1999-2003წწ. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ; 2003-2004წწ. შპს "აგის-ჯორჯიაში" იურისტ-კონსულტანტად; 2004 წელს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში განყოფილების უფროსად; 2004-2005წწ. იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე; 2005-2015წწ. იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; 2015-2017წწ. ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით დაინიშნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.478; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდი: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |