The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბორის რჩეულოვი

ბორის რჩეულოვი
Legal name:ბორის რჩეულიშვილი
Date of birth:10 August, 1899
Date of death:10 February, 1942  (at 42 years)
Burial location:ქ. ლენინგრადი, რუსეთი
Category:Inventor, Educator, Military Person, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ტიფლისი.

პეტერბურგის ალექსანდრეს სახელობის კადეტთა კორპუსში ჩაირიცხა 1909 წელს; ელექტროტექნიკურ ინსტიტუტშიც ესწრებოდა ლექციებს; საბუნებისმეტყველო სფეროში მიღებულმა კარგმა განათლებამ ხელი შეუწყო მასში გამომგონებლის ნიჭის გაღვივებას; 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ კადეტთა კორპუსი შრომის სკოლად გადაკეთდა. 1918 წელს ეს სკოლა დაამთავრა და სწავლა პეტერბურგის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში განაგრძო.

1918-1920 წწ. სახელოსნოების უფროსის მოვალეობას ასრულებდა და ამავე დროს უძღვებოდა მე-7 არმიის პოლიტგანყოფილების ფოტოკინემატოგრაფიის ბიუროს; ამ პერიოდს ეკუთვნის მისი პირველი გამოგონება – "მოლაპარაკე კინემატოგრაფი". შემონახულია გამოგონების აღწერილობა, რომელიც 1919 წლის 10 დეკემბრითაა დათარიღებული; 1922 წელს რუსეთში დააპატენტა მაგნიტური ჩაწერის სისტემა (1922 г., патент № 3803, СССР), რომლის საშუალებითაც სატელევიზიო სიგნალი იწერებოდა ლითონის მავთულზე, ან ლითონის სხვა საგანზე. ამ მოწყობილობის საშუალებით შესაძლებელი გახდა ვიზუალური ხმოვანი სიგნალების წარმოება და მრავალ მიმღებზე ერთდროული მიღება; 1921-1922წწ. ხელმძღვანელობდა უმაღლესი სამხედრო ავტოსაჯავშნო სკოლის სასწავლო ლაბორატორიას და ასწავლიდა ფიზიკას პეტერბურგის ფეხოსანთა სასწავლებელში; 1927 წლის 15 სექტემბერს დააპატენტა თავის უნიკალური გამოგონება – ვიდეო–მაგნიტური ჩამწერი ხელსაწყო; მისი მნიშვნელოვანი გამოგონებებია – ელექტროლიტური კონდენსატორი, კანიფოლით შევსებული სარჩილავი მავთული, სამხედრო დანიშნულების ელექტრონული მოწყობილობები და ტელევიზიისათვის განკუთვნილი ხელსაწყოები. III რანგის  სამხედრო ინჟინერი.

წყარო: საინფორმაციო პორტალი: ambebi.ge


Share: