Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით მღებრიშვილი![]()
Biographyდაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი, დრამის რეჟისურის ფაკულტეტი (მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო) 1995 წელს; ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა (ხელმძღვანელი მიხეილ თუმანიშვილი) 1997 წელს; კინოსა და ტელევიზიის რეჟისურის ფაკულტეტი (გიორგი შენგელაიას სახელოსნო) 1999 წელს. 2002-2004 სასწავლო წლებში მუშაობს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში სამსახიობო ჯგუფის ხელმძღვანელის ასისტენტად; 2007-2009 წწ. მუშაობდა თელავის სახელმწიფო დრამატრული თეატრის მმართველად და სამხატვრო ხელმძღვანელად; 2010 წლიდან საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნოვერსიტეტში, სამსახიობო ჯგუფის ხელმძღვანელის ასისტენტად; 2013-2018 წწ. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის ხელმძღვანელად. მის მიერ განხორციელებული დადგმები: "დათვი" (ა. ჩეხოვი, თეატრალური ინსტიტუტი, 1992); "მარიანას კაპრიზები" (ა. მიუსსე, თეატრალური ინსტიტუტი, 1993); "ეს თავისუფალი პეპლები" (ლ. გერში, რუსთაველის თეატრი, 1995); "ზაფხულის ღამის სიზმარი" (უ. შექსპირი, "აიეტის" სამედიცინო ინსტიტუტი, 1997); "მისტიფიკატორი" (ი. გარუჩავა პ. ხოტიანოვსკი, გრიბოედოვის თეატრი, 2000); "მარიამ სტიუარტი" (ლ. რაზუმოვსკაია, ქუთაისის სახელმწიფო თეატრი, 2002); "თვითმკვლელი" (ნ. ერდმანი, გრიბოედოვის თეატრი, 2004); "ჩემი მეგობარი ჰიტლერი" (ი. მისიმა, სამეფო უბნის თეატრი, 2006); "ხანუმა" (ა. ცაგარელი, თელავის სახელმწიფო თეატრი, 2007);"თეატრი" (ლ. ბუღაძე, თელავის სახელმწიფო თეატრი, 2008); "ვარსკვლავბიჭუნა" (ო. უალდი, რუსთაველის სახელმწიფო თეატრი, რობერტ სტურუასთან ერთად 2009); "თეატრი" (ლ. ბუღაძე, ჭიათურის სახელმწიფო თეატრი, 2010); "ყვითელი დღეები" (დ. ჯანჯიჩი, ფოთის სახელმწიფო თეატრი, 2011); "აღსარება" (გ. წიკლაური, ფოთის სახელმწიფო თეატრი, 2012); "რომეო და ჯულიეტა" (უ. შექსპირი, თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრი, 2012) და სხვ. წყარო: ფოთის თეატრის ვებ-გვერდი: potitheatre.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |