| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რამაზ ურუშაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი. 1955 წელს ფეხბურთის თამაში დაიწყო ლანჩხუთში; გამოდიოდა საქართველოს პირველობის მესამე ჯგუფში მოასპარეზე ლანჩხუთის "განთიადში"; ლანჩხუთის "გურიის" წინამორბედ - "კოლმეურნეში"; 1958 წლიდან მწვრთნელის, ანდრო ჟორდანიას მიწვევით ქუთაისის "ტორპედოს" რიგებში აგრძელებს თამაშს; 1959-1960წწ. თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობაშია, სადაც დუბლიორთა მიმდინარე საკავშირო ჩემპიონატის რვა შეხვედრაში გამოდის; 1960-1964წწ. ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებას იცავს, რომლის მაისურით პირველი ორი სეზონი (1960/1961) საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველ ლიგაში თამაშობს; თბილისის "დინამოში" გადასვლამდე იგი "ტორპედოს" მაისურით უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 91 შეხვედრაში იღებს მონაწილეობას; იღებს მოწვევას ჯერ საბჭოთა კავშირის ოლიმპიური, ხოლო შემდეგ ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობიდან; შედიოდა საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში, რომლის რიგებშიც 1964 წლის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ეტაპის ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა; 1965 წლიდან კვლავ თბილისის "დინამოშია"; "დინამოს" რიგებში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 161 შეხვედრას, ხოლო საკავშირო თასის გათამაშების - 17 მატჩს ატარებს; 121 შეხვედრაში შეინარჩუნა საკუთარი კარი აუღებლად, რაც საკმაოდ მაღალი შედეგია საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში; ამ მაჩვენებლით (2018 წლისათვის არსებული სტატისტიკური მონაცემებით) იგი მე-20 ადგილს იკავებს, როგორც საბჭოთა, ისე, შემდგომი პერიოდის მეკარეთა შორის; ქართველი მეკარეებიდან უფრო მაღალი შედეგი, მხოლოდ ოთარ გაბელიას (130 მატჩი, მე-18 ადგილი) და ანზორ კავაზაშვილს (163 მატჩი, მე-7 ადგილი) აქვთ; ითვლება ქართული ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ; 1963 წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში; ფეხბურთელი, მეკარე, სამგზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1967, 1969, 1971), საბჭოთა კავშირის თასის ფინალისტი (1970). Member of Organizations
Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

