შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სიმონ სოლოღაშვილი![]()
ბიოგრაფია1771 წლიდან მსახურობდა სევსკის ქვეითთა პოლკში; ჩერნიგოვის მსუბუქ ცხენოსანთა პოლკში; 1987-1991წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს, კერძოდ 1788 წელს იყო ხოტინის გარემოცვის მონაწილე; 1789 წელს წარმოადგინა ჯარებისათვის შეიარაღებისა და ტექნიკის ტრანსპორტირების პროექტი, რომელმაც იმპერატრიცა ეკატერინე-II-ის მოწონება დაიმსახურა, რისთვისაც ვადამდე ადრე პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა და წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს; 1789 წლიდან კავკასიის არმიაში იმყოფებოდა, შემდეგ კი სუმის მსუბუქ ცხენოსანთა პოლკში მსახურობდა; 1796 წლის 16 ივლისს მას გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა; 1797-1798 წწ. სმოლენსკის დრაგუნთა პოლკის ხელმძღვანელი, ლეიბ გვარდიის ჰუსართა პოლკის მეთაური, 1800 წლიდან სენატორი, თავადი, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი. წყარო: მ. გოგიტიძის დისერტაცია -"ქართველი ოფიცრები რუსეთის იმპერიის არმიაში XVIII_XIX სს. დასაწყისში". -თბ., 2006. - გვ.70: dspace.nplg.gov.ge; ru.wikipedia.org; wsofdesert.livejournal.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |