The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი აბრამიშვილი

გიორგი აბრამიშვილი
Date of birth:15 July, 1950  (74 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. საჩხერე.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომექანიკური ფაკულტეტი საავტომობილი ტრანსპორტის სპეციალობით 1973 წელს.

1973-1975 წწ. იმყოფებოდა სამხედრო სამსახურში საავტოტრაქტორო სამსახურის უფროსად ნოვო-ბელოკოროვიჩში (უკრაინა); 1975-1976 წწ. მუშაობდა საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის სამინისტროს საწარმოო-ტექნიკურ გაერთიანება "ავტოტრანსტექნიკაში" ინჟინრად, 1976-1977 წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეურნეო-სახელშეკრულებო თემის უფროს ინჟინრად; 1977-1981 წწ. ამავე ინსტიტუტის შიგაწვის ძრავების კათედრის ლაბორატორიის გამგე; 1981-1985 წწ. ინსტიტუტის ავტომობილების, შიგაწვის ძრავებისა და საწვავ-საცხი მასალების კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1989-1998 წწ. ამავე კათედრის დოცენტი; 1998-2004 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავტომობილო ტრანსპორტის კათედრის დოცენტი; 2004 წლიდან ამავე კათედრის პროფესორი; 1991 წლიდან იგი შეთავსებით მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტის საავტომობილო ტრანსპორტის განყოფილების გამგედ. გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 2 მონოგრაფია, 7 გამოგონება. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.201; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: gtu.ge

Awards and Honors

  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    2000 წელს რუსულ ენაზე გამოცემული მონოგრაფიისათვის - "ავტომობილების ხანგამძლეობის, ეკონომიურობისა და ეკოლოგიურობის ამაღლება ახალი თაობის ზეთების დამუშავებითა და გამოყენებით"

Share: