შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ ჟოჟიკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრომექანიკის ფაკულტეტი სამრეწველო კომპანიების ელექტრონული აღჭურვის სპეციალობით 1949 წელს. 1949-1952 წწ. იყო საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მართვის პრობლემების ინსტიტუტის ასპირანტი; 1952-1959 წწ. მუშაობდა ამავე ინსტიტუტის უმცროს, 1956-1959 წწ. უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 1959 წლიდან გარდაცვალებამდე იყო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მართვის პრობლემების ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, რუსეთის საპატიო მანქანათმშენებელი. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.203 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |