შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სანდრო ხუცურაული![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ღულელები, თიანეთის მაზრა. აკადემიაში მას ასწავლიდნენ საქართველოს სახვითი ხელოვნების ფუძემდებლები: იაკობ ნიკოლაძე, ნიკოლოზ კანდელაკი, სერგო ქობულაძე, შალვა ამირანაშვილი, ვახტანგ ბერიძე და სხვა; აკადემიის დამთავრებისთანავე მან დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა საშუალო სკოლებში, მხატვრული აღზრდის სახლებში, პროფსასწავლებელში, პედაგოგიურ ინსტიტუტში დასწრებულ და დაუსწრებელ განყოფილებებზე, ასწავლიდა დახელოვნებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე; მისი ქანდაკებები ღია სივრცეში დგას როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის მიღმა. საქართველოში მისი ნამუშევრები დაცულია სახელოვნებო და კერძო კოლექციებში. წლების განმავლოაბში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, უკრავს ხალხურ საკრავებზე, წერს ლექსებს. წყარო: საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი: 1tv.ge/audio
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |