The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვიქტორ სანიკიძე

ვიქტორ სანიკიძე
Date of birth:1 April, 1986  (38 years)
Category:Lawyer, Politician, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიღნაღის (კახეთის) ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი.

საკლუბო კარიერა დაიწყო 2003 წელს თბილისის "აკადემიაში"; 2003-2006წწ. საფრანგეთის "დიჟონში", 2006-2007წწ. ესპანეთის "ესტუდიანტესში", 2008 წელს თბილისის "დინამოში", 2008-2009წწ. ესტონეთის "ტარტუ როკიში", 2009-2012წწ. იტალიის "ვირტუსში", 2012-2013წწ. იტალიის "მონტეპასკიში", 2013-2014წწ. ესპანეთის "სარაგოსაში", 2014-2015წწ. რუსეთის "უნიქსში", 2015-2016წწ. თურქეთის "ტედ ანკარაში", საბერძნეთის "არისში"; 2004-2017წწ. საქართველოს ნაკრების წევრი; 2004 წელს ნბა-ს დრაფტზე "ატლანტამ" აიყვანა და "სან ანტონიოს" დაუთმო.  საქართველოს და იტალიის ჩემპიონატების "ოლ სტარების" მონაწილე (2008, 2011), იტალიის პირველობის საუკეთესო ევროპელი მოთამაშე (2011-2012); 2016-2017წწ. კლუბი "არისი" - კალათბურთელი; 2019-2020წწ. კლუბი "არისი" - დირექტორი; 2018 წლის 30 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ხელშეკრულება გააფორმა და ამ სასწავლებლის საკალათბურთო კლუბის პრეზიდენტია. არის ფიბა-ს თასის ფინალისტი 2004), საფრანგეთის თასის მფლობელი (2004, 2006). კალათბურთელი (203 სმ); 2020წ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: ქართული სპორტის სტატისტიკა: sportstat.gov.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერი: parliament.ge

Member of Organizations

  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2021-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი (2021-2021)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2020-)

Share: