Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იუნუს წულუკიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ლეღვა, ბათუმის ოლქი. განათლებით იყო სემინარიელი, სწავლობდა სტამბოლში. პროფესიით სოფლის მეურნე. 1918 წელს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით გახდა ეროვნული საბჭოს წევრი. დამოუკიდებლობის პერიოდში, მემედ აბაშიძესთან და სხვა მაჰმადიან ქართველებთან ერთად, სათავეში ედგა ბათუმის ოლქის საქართველოს ფარგლებში დაბრუნებისათვის პოლიტიკურ ბრძოლას. 1919 წელს მონაწილეობა მიიღო "სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის" შექმნაში. დამოუკიდებლობის შემდგომი პერიოდის ბიოგრაფიული ცნობები არ მოიძებნება. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაიღუპა 1920-იან წლებში სარკინიგზო ინციდენტის შედეგად. სოციალ-დემოკრატი, სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის წევრი. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.523 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |