The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პეტრე ჭაბუკიანი

პეტრე ჭაბუკიანი
Date of birth:5 August, 1889
Date of death:1982  (at 92 years)
Burial location:სათაფლიის ნაკრძალი, ქუთაისი
Category:Geographer, Historian, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

1918-1921წწ. პედაგოგიურ სარბიელზე მოღვაწეობდა. ხაშურის ვაჟთა და ქალთა გიმნაზიებში 1919 წლის სექტემბერში ის გეოგრაფიის მასწავლებლად დაინიშნა. მის შესახებ გიმნაზიის დირექტორი შ. მხეიძე წერდა: "პეტრე ჭაბუკიანი არის მეტად ბეჯითი და შესაფერისად მომზადებული მასწავლებელი: ის სახელოვნად შრომობს ხაშურის ვაჟთა და ქალთა გიმნაზიების მოზარდ თაობის სწავლა-განათლების საქმისათვის". პეტრე ჭაბუკიანი დერპტის უნივერსიტეტში სწავლობდა, მაგრამ პირველ მსოფლიო ომში გაიწვიეს, სადაც ტყვედ ჩავარდა და განათლების ცენზის აღმნიშვნელი საბუთები დაკარგა, რის გამოც მას დაბრკოლებები შეექმნა პედაგოგის შტატში ჩარიცხვისას. თუმცა განათლების სამინისტრომ მხედველობაში მიიღო მისი წერილობითი განცხადება ამის თაობაზე და მასწავლებლის სრული განაკვეთი მისცა. ქართველი მხარეთმცოდნე, პედაგოგი, ისტორიული და ბუნების ძეგლების დამცველი, კარსტულ მღვიმეთა მკვლევარი. მის სახელს უკავშირდება საქართველოში, სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის მღვიმეების აღმოჩენა, მათი შესწავლა და შემდგომი პოპულარიზაცია.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.525

Bibliography

  • სათაფლია : ნარკვევი კარსტულ გამოქვაბულზე და დინოზავრთა ნაკვალევზე (Author). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1960. - 24გვ.

Share: