Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ ჭანიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. სწავლობდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში, სადაც გამოსცემდა ხელნაწერ გაზეთს "ჩვენი ზარი". 1914-1917წწ. სწავლობდა კიევის კომერციულ ინსტიტუტში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. 1918-1921წწ. იყო სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის აქტიური წევრი. 1918 წლის ნოემებერში სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიიდან გახდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის თებერვალში სოციალისტ-რევოლუციონერთა ფრაქციის სიით მონაწილეობას იღებდა დამფუძნებელი კრების არჩევნებში, თუმცა კრების წევრი ვერ გახდა. 1918-1921წწ. სოციალისტ-რევოლუციონერთა გაზეთ "შრომაში" აქვეყნებდა სტატიებს ფსევდონი-მით "MIchel". საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ჩართული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. სხვა სოციალისტ-რევოლუციონერებთან ერთად გამოსცემდა არალეგალურ გაზეთ "იმედს". 1924 წლის აგვისტოს აჯანყების შემდეგ "ჩეკამ" დააპატიმრა, თუმცა ბრალის დაუმტკიცებლობის გამო გაათავისუფლეს. 1925-1927წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1934 წელს კვლავ დააპატიმრეს. მოგვიანებით გადაასახლეს მაგადანში. შემდგომი ბედი უცნობია. სოციალისტ-რევოლუციონერი. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.526 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |