The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ შარაშენიძე

თეიმურაზ შარაშენიძე
დაბადების თარიღი:1948  (77 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი ავტომატიკისა და ტელემექანიკის სპეციალობით 1971 წელს.

1971-1976 წწ. მუშაობდა თბილისის საბჭოთა კავშირის  50 წლისთავის სახელობის საწარმოო გაერთიანებაში საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსად; 1976-1989 წწ. თბილისის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "ელვას" ხელსაწყოთმშენებლობისა და ავტომატიზაციის საშუალებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში განყოფილების უფროსად; 1989-1993 წწ. სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ "რადიანში" დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში; 1993-2004 წწ. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის უფროსის მოადგილედ; 2004 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილების უფროსად. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.209

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისათვის

გააზიარე: