The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით ჩანტლაძე

Date of birth:10 January, 1973  (51 years)
Category:Economist, Public official

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკის ფაკულტეტი 1995 წელს; ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლა; მიღებული აქვს Pricewaterhouse Coopers Experience-ის სერტიფიკატი (ლონდონი, 2001), შ. მაიკლ პიკოკის სტიპენდიანტი (1999-2000).

1993-1994 წწ. იყო პრივატიზაციის სპეციალური საინვესტიციო ფონდის მმართველი; 1994-1996 წწ. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ფასიანი ქაღალდების სამმართველოს წამყვანი სპეციალისტი; 1996 წლიდან საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს სახელმწიფო მრჩეველი; 1996-1999 წწ. თანაშემწე კომერციის საკითხებში (აშშ საელჩო თბილისში); 2001-2003 წწ. სავალუტო გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების სპეციალისტი (TTT Money Corp Ltd. ლონდონი); 2004-2005 წწ. იბერია ბიზნეს ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი; 2005 წლიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე. არის მრავალი ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის: ინგლისურ-ქართული ბიზნესის განმარტებითი ლექსიკონი (1994), "Privatization in Georgia" (1995), "Country into Transition - Gergia" (1996), "Georgia on its Way to the Market Oriented Economy" (1997), "Automotive Market Analyses in Georgia" (1997), "Understanding Taxes in Georgia" (1998), "Tea Industry in Georgia", "Georgia Wine Sector Overview". სახალხო ფრონტთან არსებული ახაგაზრდა ეკონომისტთა (1992-1994) და იურისტთა (2006) კავშირების წევრი. 

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.512

Bibliography


Share: