შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოშია ჩხაიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, მაგრამ ომის გამო იძულებული გახდა შეეწყვიტა სწავლა და ფრონტზე წასულიყო; დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი 1954 წელს. მოღვაწეობა დაიწყო, როგორც ჟურნალისტმა; აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებთან, რადიოსთან; სხვადასხვა დროს მუშაობდა: მასწავლებლად, აჭარის რადიოში (კორესპონდენტად, რედაქტორად, მთავარ რედაქტორად); იყო ჟურნალ "ლიტერატურული აჭარის" ლიტერატურული მუშაკი, ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე; წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის აჭარის განყოფილებას.პირველი მოთხრობა გამოაქვეყნა 1951 წელს; მოთხრობების პირველი კრებული 1955 წელს; პროზაული კრებულები: "უგვირგვინო იუბილარი" (1958), "უძლეველი" (1961), "როცა მთავრდება ბავშვობა (1965), "ზღვა და ქალიშვილი" (დოკუმენტური მოთხრობა, 1969) "ზღვის შვილი" (1966), "ქალაქში ერთი ეზოა" (1968); აგრეთვე პიესები: "ხიდი" (1973), "როცა ქალაქს სძინავს" (1977), "თავისუფალი თემა", "შთამომავლობა", "ჩვენებურები" (1991), "ერთხელ" (1998), "ჩინარის მანიფესტი" და სხვ; ჩხაიძის პიესები წარმატებით იდგმებოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების, აგრეთვე გერმანიის, ბულგარეთის, ჩეხეთის (ჩეხოსლოვაკია), ჩინეთის თეატრების სცენებზე. მიღებული აქვს გამომცემლობა "ნაკადულის" პირველი პრემია, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო პრემია, "ხუთწლიანი მატიანეს" ლაურეატის საპატიო წოდება (1981). მწერლის გარდაცვალების შემდეგ, მისი სახელი მინიჭებული აქვს ბათუმის ერთ-ერთ ქუჩას. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ.,1987.-გვ.172; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge; საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.201 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |