The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ჩიკვაშვილი

ალექსანდრე ჩიკვაშვილი
დაბადების თარიღი:23 ივლისი, 1943
გარდაცვ. თარიღი:სექტემბერი, 2012  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1960 წელს შევიდა მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტში, ხოლო დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1966 წელს.

1967-1977 წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რადიოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის სწავლული მდივანი და მეცნიერ-თანამშრომელი; 1977-2004 წწ. საქართველოს ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სწავლული მდივანი და მეცნიერ-თანამშრომელი. 2004-2012 წწ. საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის პროფ. რ. ვეფხვაძის სახელობის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; სამეცნიერო ჟურნალების: "საქართველოს ონკოლოგიის" და "რენტგენოლოგიისა და რადიოლოგიის" სარედაქციო კოლეგიის წევრი; ფანასკერტელის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სამედიცინო ინსტიტუტის რადიაციული ონკოლოგიის რეზიდენტურის კურატორი. ავტორი და თანაავტორია 100-მდე სამეცნიერო ნაშრომის; საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს (I) ექსპერტი; მოსკოვის (2003), ამსტერდამის (2004), გერმანიის (2004), ერევნის (2004), ანკარის (2005) საერთაშორისო სიმპოზიუმებისა და ფორუმების მონაწილე. მედიცინის აკადემიური დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ლიმფოგრანულომატოზით დაავადებული პაციენტების ენდოკრინული სისტემის ფუნქციონალური მდგომარეობა", დაიცვა 1972 წელს.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.520; გაზ. საქართველოს რესპუბლიკა. - თბ., 2012. - 19 სექტემბერი. - N179 (7055). - გვ.11

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ნიუ-იორკის სამეცნიერო აკადემია, წევრი
  • საქართველოს ონკოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს რადიაციულ ონკოლოგთა ასოციაცია, პრეზიდენტი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ღირსების ორდენი
    ონკოლოგიის განვითარებაში შეტანილი ღვაწლისათვის

გააზიარე: