The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო ჩინჩალაძე

ნინო ჩინჩალაძე
Date of birth:14 January, 1952  (73 years)
Category:Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1973 წელს.

1973-1988წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის კავკასიის ეთნოგრაფიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1988-1996წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1994-1995წწ. ფონდის "ღია საზოგადოება საქართველო" განათლების პროგრამების კოორდინატორი; 1995-1998წწ. საერთაშორისო განათლების საკონსულტაციო ცენტრის დირექტორი, 1998-2006წწ. აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე; 2006 წლიდან "საერთაშორისო განათლების ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი. არის ამერიკული ორგანიზაცია NAFSA-ს წევრი და მისი კონფერენციების სისტემატური მონაწილე, გავლილი აქვს სპეციალური კურსი საერთაშორისო განათლების კონსულტანტებისათვის კოლუმბიის უნივერსიტეტში. გამოქვეყნებული აქვს 18 სტატია, მათ შორის ორი უცხოურ პერიოდიკაში. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, განათლების ექსპერტი.  

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დაკვირვება და ინტერვიუ, როგორც საველე ეთნოგრაფიული მუშაობის მეთოდები", დაიცვა (ლელინგრადი) 1988 წელს.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.521; ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო: mcageorgia.ge


Share: