შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ჩიქოვანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1978 წელს. 1982-1988წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებელი; 1988-2002წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის კულტურის ისტორიისა და თეორიის კათედრის დოცენტი; 2002-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის კულტურის ისტორიისა და თეორიის კათედრის პროფესორი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 2005-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პროგრამების ჯგუფის ხელმძღვანელი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი (2006); თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერკულტურული დიალოგის იუნესკოს კათედრის გამგე (2006); თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის კულტურის კვლევათა ინსტიტუტის პროფესორი (2006), ხელმძღვანელი. დაჯილდოვებულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ოქროს მედლით სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომისათვის. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. ჰუმანიტარული ფაკულტეტის კულტურის კვლევათა ინსტიტუტის პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს კულტურული რაობა და ცივილიზაციური კუთვნილება ცივილიზაციათა თეორიის კონტექსტში", დაიცვა 2003 წელს. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.523; tsu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |