The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ ქართველიშვილი

გურამ ქართველიშვილი
დაბადების თარიღი:25 მარტი, 1965  (59 წლის)
კატეგორია:მწერალი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი : ქ. თბილისი.

დაამთავრა თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1987 წელს.

მუშაობდა გერმანულ გიმნაზიაში და განათლების სამინისტროში. არის საზოგადოებრივი ტელევიზიის დოკუმენტური ფილმების სტუდიის თანამშრომელი; ავტორი და წამყვანი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების ციკლისა "გააგრძელე საქართველოს ისტორია". 2005 წელს ვაკის სარდაფში დაიდგა მისი პიესა "ქრონიკა", 2007 წელს მარჯანიშვილის თეატრში "ქაქუცა ჩოლოყაშვილი", 2008 წელს სანდრო ახმეტელის თეატრში – "ცერკოვნი ბუნტი". გამოცემული აქვს მოთხრობების კრებული "ჩემი ქარის წისქვილები" და ისტორიული პიესა "გიორგი მეშვიდე". დაწერილი აქვს მხატვრული კინოსცენარი "კავკასია", პიესა "სისხლიანი ალავერდობა" და სცენარები დოკუმენტური ფილმებისათვის.

წყარო: ახალი ქართული პროზა: ტ.9.-თბ., 2011

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: