Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დაჩი ნანობაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1999 წლიდან მათემატიკას მასწავლებელია; 2009 წელს დააარსა მათემატიკური ოლიმპიადა "ევერესტი", რომელშიც მონაწილეობას იღებენ (მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიიდან) მე-2-დან მე-7 კლასის ჩათვლით მოსწავლეები; აღნიშნული პროექტის ფარგლებში გამოშვებული აქვს ამოცანების 13 კრებული, ამოცანების აბსოლუტური უმრავლესობა მისი შედგენილია; 2010 წელს იყო ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის გარე ექსპერტი; 2011 წელს იყო 1-6 კლასის მათემატიკის სახელმძღვანელოების გრიფირების ექსპერტი; არის მათემატიკური ფესტივალის დამფუძნებელი; 2018 წლიდან არის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის პირველი კლასების მენეჯერი; 2018 წელს მონაწილეობდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში და გახდა კონკურსის ფინალისტი. წყარო: მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ვებგვერდი: tprize.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |