The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯაბა ლაბაძე

ჯაბა ლაბაძე
Date of birth:23 December, 1977  (46 years)
Category:Historian, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქემფერი, ხაშურის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1999 წელს.

1994-2005 წწ. ასწავლიდა ქემფრის საჯარო სკოლაში; 2006-2008 წწ. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეკმის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელია, ხოლო 2008 წლიდან სურამის მეორე საჯარო სკოლის ჯერ საინფორმაციო მენეჯერი, ხოლო შემდეგ ისტორიის პედაგოგი; 2003 წელს იგი რაიონის საუკეთესო მასწავლებელი გახდა. 2008 წლიდან დარეგისტრირებულია ქართულენოვან ვიკიპედიაში, დაწერილი აქვს 12,300 ენციკლოპედიური სტატია; ჯ. ლაბაძე არის ქართული ვიკიპედიის რედაქტორი; ასწავლის ვიკი-ტექნოლოგიებს ვიკიპედიისა და ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის ერთობლივ ბანაკებში; 2017-2018 წწ. გამართული ვიკი ბანაკების ფარგლებში ინგლისურ და აფხაზურ ვიკიპედიაში მისმა მოსწავლეებმა სხვადასხვა სკოლებიდან ატვირთეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის სტატიები, შესაბამისად, ქართულ (159 სტატია), ინგლისურ (19 სტატია) და აფხაზურ (18 სტატია) ენებზე, ხოლო ქართულენოვანი ვიკიპედიის სივრცეში განათავსეს ჯავის (152 სტატია), ახალგორის (334 სტატია), ცხინვალისა (209 სტატია) და ზნაურის (91 სტატია) მუნიციპალიტეტების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. 2018 წელს მონაწილეობდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში და გახდა კონკურსის ფინალისტი.
2019 წელს მონაწილეობდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონკურსში და გახდა საქართველოს წლის საუკეთესო ისტორიის პედაგოგი. 

წყარო: მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ვებგვერდი: tprize.ge

Member of Organizations

  • ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია, გამგეობის წევრი (2015-)

Bibliography


Share: