შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რეზო კლდიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის, ქიმიური და კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი, ძირითადი ორგანული და ნავთობ - ქიმიური სინთეზი და ტექნოლოგიის სპეციალობა, ინჟინერ - ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1971 წელს.
1972-1988 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პეტრე მელიქიშვილის სახ. ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977-1979 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი, ორგანული სინთეზის ლაბორატორიის ასპირანტი; 1988-1992 წწ. აკად. კ. ერისთავის სახ. ქირურგიის ინსტიტუტის ბიოპოლიმერების ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1992-1998 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქიმიური ტექნოლოგიის სასწავლო -სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1992-2006 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის დოცენტი; 1992-2015 წწ. თბილისის პეტრე შოთაძის სახ. სამედიცინო აკადმია, სამედიცინო ქიმიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი; 1998-2005 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის დირექტორი; 2006-2009 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი, ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2009 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი, ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პროფესორი; 2015 წლიდან კორნელი კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს 103 სამეცნიერო სტატია, 2 სახელმძღვანელო, 4 დამხმარე მეთოდური, 5 მონოგრაფია, 2 - საავტორო მოწმობა. ეწევა ლიტერატურულ მოღვაწეობას, არის მოთხრობებისა და პიესების ავტორი. მისი პიესები წარმატებით იდგმება საქართველოს თეატრების სცენაზე. ქიმიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1983), ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 2017 წელს ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპეციალური ჯილდო "ხელოვნების ქურუმის" წოდება.
წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: gtu.ge; საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო: mcs.gov.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 82 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |