შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვაჟა ადამია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის კბილის სატექნიკო სასწავლებელი 1968 წელს და ქ. ჩიტას (რუსეთის ფედერაცია) სამედიცინო ინსტიტუტი. 1968-1988წწ. მუშაობდა სპეციალობით სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში: დუშეთის რაიონული საავადმყოფოს ექიმი, თბილისის N3 საბაზო სამედიცინო სასწავლებლის პედაგოგი, N10 სტომატოლოგიური პოლიკლინიკის ორთოპედიული განყოფილების გამგე, N2 სტომატოლოგიური პოლიკლინიკის ექიმი, ორთოპედი, ამიერკავკასიის რკინიგზის საავადმყოფოს ინპლანტაციისა და პროთეზირების განყოფილების სტომატოლოგი ქირურგი; 1990-1991წწ. მაჟორიტარი დეპუტატი ცხინვალის საარჩევნო ოლქიდან, თავდაცვის, ეროვნული უშიშროებისა და მართლწესრიგის კომისიის თავმჯდომარე; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი საკომპესანციო სიით, მართლწესრიგისა და კანონიერების დაცვის კომისიის თავმჯდომარე. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: web.archive.org; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 60 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |