The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ჩხეიძე

თამარ ჩხეიძე
დაბადების თარიღი:11 თებერვალი, 1960  (65 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1981 წელს.

1981-1983წწ. იყო დავით გარეჯის მუზეუმის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1985-1995წწ. სახელმწიფო საისტორიო არქივის მეცნიერ-თანამშრომელი; 1987-1999წწ. გაზეთ "ივერიის" გამომცემელი; 1992 წელს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი; 1993-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ილია ჭავჭავაძის საზოგადოება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. საქართველოში დისიდენტური მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე; ყოფილი პოლიტპატიმარი; გაზეთ "ივერიის" დამფუძნებელი; სხვადასხვა წლებსა და პერიოდულ გამოცემებში გამოქვეყნებული აქვს სტატიები.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.531; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.376; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, გამგეობის წევრი (1987-)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნულ უმცირესობათა საქმეების კომისია, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო, წევრი (1992-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2018 - ღირსების ორდენი

გააზიარე: