The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მელქო აჯიმამუდაშვილი

Legal name:მელქო აჯიმამუდოვი
Date of birth:18??
Date of death:5 January, 1915
Category:Actor/Actress

Biography

წარმოშობით სომეხი, ღარიბი დედ-მამის შვილი თელავიდან. სწავლა-განათლება არ მიუღია, ქართულად წერა-კითხვა თავისით შეისწავლა. იცოდა სომხურიც, მაგრამ სრულყოფილად ლაპარაკი ამ ენაზე არ ეხერხებოდა. თელავში, თვეში ორი წარმოდგენის გასამართავად, ადგილობრივი ძალითა და თბილისიდან საგანგებოდ მოწვეულ საუკეთესო მსახიობთა მონაწილეობით სცენისმოყვარეთა ამხანაგობა დააარსა. ამ წარმოდგენებიდან წელიწადში ოთხი საქველოქმედო წარმოდგენა (წიგნთსაცავ-სამკითხველოს, სკოლის სასარგებლოდ) იმართებოდა. მისი თაოსნობით თელავისა და მისი მაზრის სოფლების სცენაზე ხშირად გამოდიოდნენ ცნობილი მსახიობები და თავისი მონაწილეობით ხალხს სათეატრო კულტურას აყვარებდნენ. არ იყო არცერთი საზოგადო საქმე, მელქო აჯიმამუდოვს მონაწილეობა რომ არ მიეღოს - ხშირად ამა თუ იმ საქმეს მეთაურობდა კიდეც. საზოგადო - სასცენო მოღვაწე. 

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.257


Share: