The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია ჯაიანი

ილია ჯაიანი
დაბადების თარიღი:5 თებერვალი, 1854
გარდაცვ. თარიღი:29 იანვარი, 1916  (61 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიის გალავანი, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაამთავრა ტფილისის იუნკერთა ქვეითი სასწავლებელი და ოფიცერთა სკოლა.

მსახურობდა მეგრულ მე-16 პოლკში; 1876 წლიდან პრაპორშიკი; 1877 წლიდან პოდპორუჩიკი; 1877-1878წწ. რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე; 1879 წლიდან პორუჩიკი; 1881 წლიდან შტაბს-კაპიტანი; 1884 წლიდან კაპიტანი; იყო ასეულის მეთაური, შემდგომ ბატალიონის მეთაური; 1890 წლიდან პოდპოლკოვნიკი; 1905 წლიდან - პოლკოვნიკი. 1905 წლიდან ბაშკადიკლარსკის სარეზერვო ბატალიონის მეთაური; 1905 წლიდან გორის 259-ე სარეზერვო პოლკის მეთაური; 1909 წლიდან სამურსკის 83-ე ქვეითი პოლკის მეთაური; 1912 წელს, ასაკის გამო გადადგა სამსახურიდან გენერალ-მაიორის წოდებით. მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, 1915 წელს, იმავე ჩინით შეუდგა სამსახურს; 1916 წელს ჩაირიცხა კავკასიის სამხედრო ოკრუგის შტაბის რეზერვში. რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი. 

წყარო: რუსეთის არმია პირველი მსოფლიო ომის დროს: grwar.ru

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1902 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი
  • 1895 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1889 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1878 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი (ხმლებითა და ბანტით )

გააზიარე: