შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ახმეტელაშვილი![]()
ბიოგრაფიანიკოლოზ ახმეტელაშვილის ოფიციალური რედაქტორობით და იოსებ სტალინის ხელმძღვანელობით გამოვიდა ყოველკვირეული ბოლშევიკური გაზეთი "ახალი ცხოვრება" (1906 წლის 20ივნისიდან 14 (27) ივლისამდე, სულ 20 ნომერი). დაიხურა თბილისის გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით. გაზეთში თანამშრომლობდნენ: სტალინი, მ. დავითაშვილი, გ. ელისაბედაშვილი, გ. თელია, გერონტი ქიქოძე, მ. ჩოდრიშვილი, ვ. ხმალაძე და სხვ. გაზეთი უმთავრესად ეხებოდა პარტიულ მშენებლობას, მუშათა გამოსვლებს, პარტიის ტაქტიკას, პროფესიულ კავშირებს და სხვ. ამ გაზეთში დაიბეჭდა სტალინის წერილები: "ანარქიზმი თუ სოციალიზმი" (№2,4,6,16, გაგრძელება გაზეთ "ჩვენი ცხოვრება"-1907,№3,5,8,9; გაზეთი "დროში"-1907,№21-23, 26), "პროლეტარიატი დღევანდელ რევოლუციაში", "ქუჩა და სათათბირო", "რევოლუცია და რეფორმა", "სოციალისტური პროლეტარიატი და რევოლუციური გლეხობა", "პროფკავშირები თბილისში", "რა ვაკეთოთ?", "მარქსი და ენგელსი აჯანყებაზე" და სხვ. ნიკოლოზ ახმეტელაშვილი წერდა საზოგადოებრივ, სასკოლო და სხვ საკითხების შესახებ. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I/ იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.251
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |