Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ ადეიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მთისძირი, ყვარლის რაიონი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფოს იურიდიული ფაკულტეტი 1994 წელს და მაგისტრატურა (ნიდერლანდები, 1999). 1996-1999წწ. მუშაობდა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში; იყო სამართლებრივი განათლებისა და ინფორმაციის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი (1999); "ოქრუაშვილი და პარტნიორების" იურისტი (1999); 1999-2003წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის წევრი, თავმჯდომარე, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი; 2002 წლიდან ფრაქცია "მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისთვის" წევრი, პ/გ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". 2003-2004წწ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, იუსტიციის მინისტრი; უშიშროების მინისტრი (2004); 2004-2008წწ. საქართველოს გენერალური პროკურორი; საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი (2008); 2009-2010წწ. საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი; 2008-2012წწ. იუსტიციის მინისტრი. წყარო: საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 61; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი parliament.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |