Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე ბაბალაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა გორის სამაზრო სამკლასიანი სასწავლებელი. თბილისსა და სხვა ქალაქებში მსახურობდა ნოქრად. იყო საფრანგეთსა და ბელგიაში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ჯერ უბნის უფროსად მუშაობდა, შემდეგ ბოქაულად. 1905 წლის რევოლუციის შემდეგ, რეაქციის დაწყებისას, კაზაკების მიერ თბილისის ქართული გიმნაზიის დირექტორის, შიო ჩიტაძის მოკვლის და გიმნაზიის ცეცხლის წაკიდების დროს, ბოქაულმა ივანე ბაბალაშვილმა გიმნაზიის სხვა მასწავლებლები და მთელი გიმნაზია წიგნთსაცავითურთ გადაბუგვას გადაარჩინა, რის გამოც სამსახურიდან დაითხოვეს, როგორც რევოლუციონერთა მომხრე. დაწერა "კარტოჟნიკი", "მამის სიყვარული", "რევოლუცია", "ტანჯვა" (დრამა 3 მოქმედებად), "ჩემი სიზმარი" და სხვ. ბოლო ხანებში თავის სარჩენად საბეჭდი კანტორა გახსნა. ბელეტრისტი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I/იოსებ იმედაშვილი -თბ.,2018.-გვ.261 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |