The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიგო ბასილაშვილი

ოფიციალური სახელი:გრიგოლ ბასილაშვილი
სხვა სახელი:ნორიელი სლესარი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1847
გარდაცვ. თარიღი:1940  (93 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნორიო, გარეკახეთი (ახლანდელი გარდაბნის რაიონი).

ანბანი და წერა-კითხვა თავისით შეისწავლა, მუშაობდა ზეინკლად. მუშა-ხელოსანთა შორის განმათავისუფლებელ-რევოლუციურ აზრებს ავრცელებდა. წერდა ხელნაწერ ჟურნალში: "მუშა", "ნორიელი სლესარი"-ის ფსევდონიმით, რომელიც პირველად თბილისში, 1887 წელს გამოვიდა. ჟურნალის კომპლექტი ინახება ლონდონის მუზეუმში. პოლიტიკური მუშაობისათვის მეფის მთავრობამ ციმბირში გადაასახლა. ს. ხუნდაძის წიგნში "სოციალიზმის ისტორიისათვის საქართველოში", 113-ე გვერდზე გ. ბასილაშვილი შეცდომით მასალაშვილადაა მოხსენიებული.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I./იოსებ იმედაშვილი -თბ.,2018.-გვ.316

ბიბლიოგრაფია

  • სამი მებრძოლი : რომანი (ავტორი). - ბათუმი, აჭარის სახელგამი, (აჭარის ადგილობრივ მრეწველობის სახალხო კომისარიატის სტამბა-ლითოგრაფია), 1939. - 133გვ.

გააზიარე: