The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მაია მაჭავარიანი

მაია მაჭავარიანი
Date of birth:28 October, 1926
Date of death:16 October, 2016  (at 89 years)
Burial location:მუხათგვერდის პანთეონი, თბილისი
Category:Linguist, Scientist, Educator, Politician, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი კავკასიური ენების განხრით 1949 წელს.

1952 წლიდან საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტი, თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, 1956 წლიდან ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1992 წლიდან ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილების გამგე; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული,  მაჟორიტარი თბილისის ოქტომბრის რაიონის №8 საარჩევნო ოლქიდან; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (დოქტორი), ენათმეცნიერების დოქტორი. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და კრებულის ავტორი. ცნობილი ქართველი მსახიობის  შურა (ალექსანდრა) თოიძისა და ლიტერატურათმცოდნე, პუბლიცისტის ვლადიმერ (ვოვა) მაჭავარიანის ქალიშვილი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.-გვ. 241; საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.geice.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.608

Member of Organizations

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)

Bibliography


Share: