შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ ბარკალაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნოსირი, სენაკის რაიონი. გამოიგონა მწვანე ჩაის მშრალად დაპრესვის მეთოდი; ჩაის დაბრიკეტებაზე მუშაობისას აღმოაჩინა მცენარეულობის ნარჩენების დაბრიკეტების ახალი წესი; შექმნა ნახერხის, ხის ფოთლის, ჩალის და სხვა მცენარეული მასალის დაწნეხვის საშუალება; შემდუღებელი ნივთიერების გარეშე ნახერხისაგან მიიღო ახალი მასალა, რომელსაც გამომგონებლის სახელი - ბარკალაიტი ეწოდა; ამ გამოგონებით შესაძლებელი გახდა მარტივი საშუალებით ისეთი პლასტიკური მასის მიღება მერქნიდან, რომელიც თავისი ტექნიკური თვისებებით უკეთესია პირველად მასალასთან შედარებით, მერქნის გამოყენება ხის დამამუშავებელ მრეწველობასა და მშენებლობაში უნარჩენოდ, მერქნისა და სხვა მცენარეულობის ნარჩენების დაბრიკეტება შემდუღებელი ნივთიერების გარეშე. გამოიგონა ხილის, მშრალი სასმელების, ყავის სუროგატის, საღეჭი თამბაქოს, კომბინირებული საკვების დაბრიკეტების წესი. გრიგოლ ბარკალაია არის 30-მდე გამოგონების ავტორი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I ./იოსებ იმედაშვილი -თბ.,2018.-გვ.309
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |