Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვალერიანი გელაშვილი![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1961 წელს. 1955-1959 წწ. მუშაობდა რკინიგზის თბილისის უბნის ენერგომომარაგების ელექტრიკოსად, ორთქმავალ-ვაგონშმკეთებელი ქარხნის ზეინკლად; ელექტროტექნიკურ ამოცანათა წარმატებით ამოხსნისთვის 1955 წელს მიენიჭა საკავშირო ოლიმპიადის ლაურეატის წოდება და მესამე პრემია; 1959-1963 წწ. თბილისის საქალაქო ტრანსპორტის მთავარი სამმართველოს უფროს ელექტრიკოსად, 1961 წლიდან, ამ სამმართველოს მთავარ ენერგეტიკოსად; 1963 წლიდან ქარხანა "მიკროძრავის" ტექნიკური განყოფილების უფროსად, სადაც მიიღო უშუალო მონაწილეობა პირველი მცირე სიმძლავრის მიკროელექტრო ძრავების კონსტრუქციების შექმნასა და წარმოების სამრეწველო ათვისებაში; მისი პირველი სამეცნოერო ნაშრომები მცირე სიმძლავრის მიკროელექტრო ძრავების კონსტრუქციების სრულყოფის საკითხებს მიეძღვნა; 1966-1969 წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტია; 1969-1971 წწ. ამავე ინსტიტუტის ჯერ უმცროსი, ხოლო შემდგომში კი უფროსი მეცნიერ მუშაკია; 1972-1978 წწ. იმყოფებოდა პარტიულ სამუშაოზე: მუშაობდა საქართველოს კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის მრეწველობისა და ტრანსპორტის განყოფილების ინსტრუქტორად, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მრეწველობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის განყოფილების ინსტრუქტორად; 1974 წერლს არჩეულ იქნა თბილისის პარტიის 26 კომისრის რაიკომის პირველ მდივნად; 1978-1984 წწ. ეწევა სამეცნიერო სამუშაოს: ელექტრონულ-იონური ტექნოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, როგორც დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში ხელმძღვანელობს ზემაღალი ძაბვის დენის წყაროების შექმნის მეცნიერულ მიმართულებებს; 1983 წლიდან მიენიჭა უფროსი მეცნიერ მუშაკის სამეცნიერო წოდებ; 1984 წლის დეკემბრიდან გადაყვანილი იქნა თბილისის სამსხმელო მოწყობილობების ქარხნის დირექტორად და მისი ძალისხმევით ამ ქარხნის ბაზაზე აშენდა საკავშირო მასშტაბით ერთადერთი უნიკალური რობოტებისა და სამრეწველო მანიპულატორების მწარმოებელი ქარხანა; სხვადასხვა წლებში იყო არჩეული თბილისის 26 კომისრის (ისნის), ოქტომბრის (ჩუღურეთის) რაიონული და საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატად; 1989 წელს დატოვა კომპოარტიის რიგები და აქტიურად ჩაება ეროვნულ მოძრაობაში. გამოქვეყნებული აქვს 168 მეცნიერული ნაშრომი მათ შორის 2 მონოგრაფია და 12 გამოგონება. ტქნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1971), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1989), პერსონალური პენსიონერი (1988). ენერგეტიკოსი. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |