Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე გვენცაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფ. ბარეული, ამბროლაურის რ-ნი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1929 წელს. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე სამუშოდ დატოვეს უნივერსიტეტის ლექსიკოლოგიურ განყოფილებაში (ხელმძ. აკად. აკაკი შანიძე); 1930 წლიდან დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა: მასწავლებლობდა ჯერ გურჯაანში, შემდეგ სიღნაღის და ბოლოს თელავის პედაგოგიურ სასწავლებლებში; 1939 წლიდან თელავის პედაგოგიური ინსტიტუტში მოღვაწეობდა; პროფესორ-მასწავლებელთაგან ერთ-ერთი პირველთაგანი იცავს დისერტაციას, ხელმძღვანელობს სხვადასხვა სტრუქტურულ განყოფილებას; იყო ფაკულტეტის დეკანი; ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე; სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი; ჰქონდა უამრავი საზოგადოებრივი დატვირთვა; ავტორია ბევრი გამოქვეყნებული სამეცნიერო-მეთოდური ნაშრომისა, რომელთაგან რამდენიმე გამოიცა, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო: "ქართული ენის რიცხვითი სახელი", "ზოგადი სტილისტიკის საფუძვლები", "ხალხური ზეპირსიტყვიერების ენა, როგორც ლინგვისტური სტილისტიკის საგანი", "ილია ჭავჭავაძის პოემა "განდეგილის" სტილისტური ანალიზი" და სხვ.; სტილისტიკისადმი მიძღვნილ გამოკვლევებში ჩამოაყალიბა თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც ერთურთისგან უნდა გაიმიჯნოს "ენის კულტურა" და "ენის სტილი", რითაც, ფაქტობრივად, საფუძველი ჩაუყარა ლინგვისტური სტილისტიკის ახალ მიმართულებას ქართულ საენათმეცნიერო აზროვნებაში; საინტერესოა მისი სტატია - "ვაჟა-ფშაველას სამი პოემა" ("სტუმარ-მასპინძელი", "ალუდა ქეთელაური", "გველის მჭამელი"), რომელიც გამოაქვეყნა თელავის პედინსტიტუტის შრომების III ტომში, 1959 წელს; კითხულობდა ლექციებს ფუნდამენტურ საენათმეცნიერო დარგებში; ხელმძღვანელობდა სტუდენტთა პედაგოგიურ პრაქტიკას; ლექციებს კითხულობდა მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში; სისტემატურად მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებისა და სესიების მუშაობაში; ყოველწლიურად აწყობდა სტუდენტთა სამეცნიერო ექსპედიციებს, სადაც მოიძია უძვირფასესი მასალა კახური დიალექტისა და ფოლკლორის შესასწავლად; ამასთანავე ეძებდა და სწავლობდა მივიწყებულ ხუროთმოძღვრულ ძეგლებს; თანამშრომლობდა რესპუბლიკურ და რაიონულ პრესასთან; ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა კახეთის რეგიონის სკოლებთან; ათეული წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო საბჭოს; იყო თელავის სახელმწიფო თეატრის მხატვრული საბჭოს წევრი. ღვაწლმოსილი პედაგოგი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე. წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.113. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |