Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ფადლა II (ქორეპისკოპოსი)![]()
Biography918-929წწ. იყო კახეთის მთავარი (ქორეპისკოპოსი); ეკუთვნოდა არევმანელთა საგვარეულოს. ფადლა II-მ კახეთის სამთავროს დასავლეთ საზღვარზე ააგო ციხე ლოწობანი. მის დროს კახეთის სამთავროს შემოესია "საჯთა" სახლიდან გამოსული ერთ-ერთი არაბი ამირა. კახეთის სამთავროს გარეპოლიტიკური ვითარების გართულებით ისარგებლა ჰერეთის მთავარმა ადარნასე პატრიკმა და უკან დაიბრუნა კახთა ქორეპისკოპოსის კვირიკე I-ისა და აფხაზთა მეფის კონსტანტინე III-ის მიერ მიტაცებული ჰერეთის ტერიტორიები (არიში, გავაზანი და ორჭობი). 922 წელს ფადლა II დაეხმარა სომხეთის მეფეს აშოტ II ერკათს მეამბოხე უტის მოსეს წინააღმდეგ ბრძოლაში, თავისი მმართველობის ბოლო წლებში კი - აფხაზეთის მეფე გიორგი II-ს კონსტანტინე ბატონიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.207
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |