The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ფადლა II (ქორეპისკოპოსი)

Date of birth:9??
Date of death:9??
Category:Nobleman, Religious leader

Biography

 918-929წწ. იყო კახეთის მთავარი (ქორეპისკოპოსი); ეკუთვნოდა არევმანელთა საგვარეულოს. ფადლა II-მ კახეთის სამთავროს დასავლეთ საზღვარზე ააგო ციხე ლოწობანი. მის დროს კახეთის სამთავროს შემოესია "საჯთა" სახლიდან გამოსული ერთ-ერთი არაბი ამირა. კახეთის სამთავროს გარეპოლიტიკური ვითარების გართულებით ისარგებლა ჰერეთის მთავარმა ადარნასე პატრიკმა და უკან დაიბრუნა კახთა ქორეპისკოპოსის კვირიკე I-ისა და აფხაზთა მეფის კონსტანტინე III-ის მიერ მიტაცებული ჰერეთის ტერიტორიები (არიში, გავაზანი და ორჭობი). 922 წელს ფადლა II დაეხმარა სომხეთის მეფეს აშოტ II ერკათს მეამბოხე უტის მოსეს წინააღმდეგ ბრძოლაში, თავისი მმართველობის ბოლო წლებში კი - აფხაზეთის მეფე გიორგი II-ს კონსტანტინე ბატონიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.207


Share: