The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ ფალავანდიშვილი

Date of birth:1790
Date of death:1855  (at 65 years)
Category:Nobleman, Public official, Humanitarian

Biography

1804 წლიდან იყო რუსეთის ადმინისტრაციის სამსახურში. 1812 წელს კურიერად გაიგზავნა იმპერატორ ალექსანდრე I-თან, რათა ლენქორანის აღების ამბავი ეხარებინა. ფალავანდიშვილი ალექსანდრეს უკვე ევროპაში შეხვდა, ნაპოლეონის წინააღდმდეგ ლაშქრობის დროს, შეუერთდა არმიას და მოკავშირეთა ჯარებთან ერთად 1814 წელს პარიზში  შევიდა. კავკასიის თავისებურებებისა და რუსული ენის კარგი ცოდნის გამო ნდობით სარგებლობდა რუსეთის მეფისნაცვალთა კარზე. 1832-1837 წლებში ფალავანდიშვილი იყო თბილისის სამოქალაქო გუბერნატორი. 1832 წელს ძმამ, იესე ფალავანდიშვილმა სცადა ნიკოლოზი ქართველ თავად-აზნაურთა შეთქმულებაში ჩაება, თუმცა ნიკოლოზისვე ზეგავლენით მან შეთქმულები გათქვა. ლუკა ისარლოვის მიერ ჩაწერილი ფალავანდიშვილის მოგონებები 1900 წელს დაიბეჭდა ჟურნალ "კავკაზსკი ვესტნიკში". ნიკო ფალავანდიშვილს ცოლად ჰყავდა (1834 წლიდან) მარიამ ლუარსაბის ასული ორბელიანი (1817-1851). მათი ქალიშვილი მაკრინე დაქორწინდა თავად ალექსანდრე ესტატეს ძე ორბელიანზე. ქართველი თავადი, რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მოხელე, ბიბლიოფილი და ხელნაწერთა შემგროვებელი. 

წყარო: Из Воспоминаний бывшего грузинского губернатора, князя Н.О. Палавандова/ Исарлов Л.С.-  Кавказский вестник, № 4. 1900; vostlit.info


Share: