შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე ბაღაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბოდბე, ქიზიყი, სიღნაღის რაიონი. 1880-იან წლებში სიღნაღის სამოქალაქო სასწავლებელში ინსპექტორად მსახურობდა. ამხელდა მთავრობის მოხელეთა უსმართლობას. იყო თბილისის უსინათლოთა სკოლის ინსპექტორი, შემდეგ იმავე თანამდებობაზე მუშაობდა გორშიც. 1886 წლიდან სიღნაღის სკოლაში ქართულ, რუსულ და სომხურ ენებზე სიმღერა-გალობის თანხლებით უფასო ლიტერატურულ საღამო-წარმოდგენებს აწყობდა. ჟურნალ "მოგზაურში" "ბერიკაცის" ფსევდონიმით კრიტიკულ და პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა. სახალხო სკოლებისათვის შეადგინა ქართულ-რუსული და რუსულ-ქართული ლექსიკონი. კორესპონდენტი, ლექსიკოგრაფი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I/იოსებ იმედაშვილი. -თბ.,2018.-გვ.328 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |