Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან ცინცაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისი სახელმწიფო კონსერვატორიის სიმებიან საკრავთა განყოფილება, ვიოლინო 1982 წელს; კრემონას (იტალია) სტრადივარიუსის სახელობის ხემიან საკრავთა დამზადების საერთაშორისო ინსტიტუტი 1996 წელს. 1982-1988წწ. მუშაობდა თბილისის კამერულ ორკესტრში "თბილისის კამერატა"; 1985-1989წწ. VIII სამუსიკო სასწავლებელში პედაგოგად; 1990-1991წწ. გაიარა სტაჟირება მოსკოვში; 1992-2000წწ. სახელმწიფო ტელე-რადიოს ინსტრუმენტების შემოქმედებით სახელოსნოებში; 1992-1996წწ. კრემონას სტრადივარიუსის სახელობის საერთაშორისო ინსტიტუტში; 1996-2000წწ. სხვადასხვა კრემონელ ოსტატთა შემოქმედებით სახელოსნოებში (გ.ბ. მორასსი, მ. ნეგრონი, ჩ. ამიგეტტი). შექმნილი აქვს მრავალი კლასიკური ხემიანი ინსტრუმენტი (ვიოლინოები, ალტები და ჩელოები). მათზე უკრავენ მრავალი ქვეყნის მუსიკოსები. მის შესახებ გადაღებულია დოკუმენტური ფილმი "Liutaio" (რეჟისორი ჯ. ებრალიძე). მისი ბიოგრაფია შესულია წიგნში "მეოცე საუკუნის კრემონელი ოსტატები" (1998) და მსოფლიო კატალოგში "Strad Directory". ივანე ჯავახიშვილის შთამომავალი (ქალიშვილის, ნათელა ჯავახიშვილის შვილიშვილი), მუსიკოსი, კლასიკურ ხემიან საკრავთა დამამზადებელი, რესტავრატორი, ექსპერტი. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.541; kvirispalitra.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |