The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზაქარია ფანასკერტელი

Date of birth:11??
Date of death:12??
Category:Nobleman

Biography

XII საუკუნის 80-იან წლებში, როგორც ჩანს, იგი ტაოს გამგებლის და შავშეთ-კლარჯეთის დიდი ფეოდალის გუზან აბულასანისძე ტაოსკარელის ყმა-ვასალი იყო. ფანასკერტელი აღზევდა მას შემდეგ, რაც დიდი სამსახური გაუწია თამარ მეფეს მეამბოხე გუზანის წინააღმდეგ ბრძოლაში. ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანის ცნობით, ზაქარიამ შეიპყრო გუზანი და მიჰგვარა მეფეს. როგორც ჩანს, სწორედ ამ დროს უწყალობა თამარმა ფანასკერტელს სამამულედ ციხე-ქალაქი ფანასკერტი, რის შემდეგადაც ასპანისძეთა ეს განშტოება იწოდა ფანასკერტელებად. თამარის მეორე ისტორიკოსის ცნობით, ფანასკერტელი მონაპირეობდა შავშეთიდან სპერამდე, ე.ი. მისი საერისთავო ხელისუფლება ვრცელდებოდა შავშეთ-კლარჯეთ-ტაო-სპერზე. იმავე ისტორიკოსის ცნობით, ფანასკერტელი იყო სახელოვანი მოლაშქრე. მას აუღია ბანა, ხახული და სხვა მრავალი ციხე და ადგილი. ფანასკერტელის არც წინაპრებზე და არც შთამომავლობაზე წყაროებში არ შემოგვრჩენია ცნობები. გამოთქმულია მოსაზრება, რომ შესაძლებელია მისი მშობლები იყვნენ XII საუკუნის ერთი ხელნაწერის მინაწერში მოხსენიებული "პატრონი ასპან და მისი მეუღლე ელენე" (დ. ბერძენიშვილი). ასევე შესაძლებელია მისი შვილი (ან შვილიშვილი) იყოს XIII საუკუნის II ნახევრის მოღვაწე გრიგოლ ფანასკერტელი. XII-XIII საუკუნეების სამხრეთ საქართველოს წარჩინებული ფეოდალი. შავშეთის ფეოდალური საგვარეულოს - ასპანისძეთა წარმომადგენელი. ფანასკერტელთა ფეოდალური სახლის ფუძემდებელი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.217


Share: