The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თაყა ფანასკერტელი

Date of birth:12??
Date of death:13??
Category:Nobleman

Biography

თაყას წინ ფანასკერტელად ჩანს გრიგოლი, რომელიც შესაძლებელია თაყას მამა იყო. ფანასკერტელს ცოლად ჰყოლია დემეტრე II თავდადებულის ქალიშვილი რუსუდანი. ფანასკერტელს 1306 წელს თორთომის ციხესთან ბრძოლა გაუმართავს სამხრეთ საქართველოში აზატ მოსეს ხელმძღვანელობით შემოჭრილ რუმის თურქთა მრავალრიცხოვანი ლაშქრისათვის. მან დიდი ზიანი მიაყენა მტერს, მაგრამ მრავალრიცხოვნობის გამო ვერ სძლია და ვერ განდევნა. თორთომის ციხესთან ფანასკერტელის ბრძოლა, მკვლევართა აზრით (დ. ბერძენიშვილი), მოწმობს, რომ ეს ციხე მას ეკუთვნოდა. ფანასკერტელი სამცხის მთავრის ბექა I ჯაყელის თანამედროვეა და შესაძლებელია მისი ყმა-ვასალიც იყო, მასთან ერთად ებრძოდა თურქებს. თაყას მომდევნო ფანასკერტელი ამირღამბარი, რომელიც, როგორც ჩანს, თაყას შვილი იყო. XIII-XIV საუკუნეების სამხრეთ საქართველოს წარჩინებული ფეოდალი, შავშეთისა და ტაოს მემამულე. ტაოს ერისთავი. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.217


Share: