The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ევგენი ფანჩულიძე

Date of birth:17 September, 1853
Date of death:10 February, 1917  (at 63 years)
Category:Military Person

Biography

დაამთავრა პაჟების კორპუსი 1871 წელს.

მსახურობდა პრაპორჩიკის წოდებით ნიჟეგოროდის მე-16 დრაგუნთა პოლკში. 1875 წელს მიანიჭეს პორუჩიკის წოდება. გაიარა კურსი ოფიცერთა კავალერისტთა სკოლაში. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში. საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ დანიშნეს ადიუტანტად ოფიცერთა კავალერისტთა სკოლაში. 1879 წელს მიანიჭეს შტაბს-კაპიტანის წოდება. 1900 წლამდე სკოლაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. 1900 წელს დაინიშნა ნეჟინსკის 52-ე დრაგუნთა პოლკის მეთაურად. 1903 წელს მიანიჭეს გენერალ-მაიორის წოდება და დანიშნეს მთავარი შტაბის უფროსის აპარატში. რუსეთ-იაპონიის ომის დროს შორეულ აღმოსავლეთში მიავლინეს, შემდგომში კვლავ მთავარ შტაბში მსახურობდა. 1906 წელს ფანჩულიძე დანიშნეს მე-6 კავალერისტთა დივიზიის მე-2 ბრიგადის მეთაურად; 1910 წელს იმავე თანამდებობაზე მე-13 კავალერისტთა დივიზიის I ბრიგადაში გადაიყვანეს. 1912 წელს ასაკობრივი ცენზის გამო გადააყენეს გენერალ-ლეიტენანტის წოდებით მუნდირითა და პენსიით. 1914 წლის 7 ნოემბერს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებასთან დაკავშირებით იგი კვლავ მიიღეს სამსახურში გენერალ-ლეიტენანტის ჩინით და დანიშნეს არმიის მე-8 შტაბის სანიტარული განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად. 1916 წელს ჩარიცხეს ჩინების რეზერვში კიევის სამხედრო ოლქის შტაბთან, შემდეგ სამხრეთ-დასავლეთი ფრონტის გენერალ ბრუსილოვის შტაბში მსახურობდა. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი. რუსეთ-თურქეთის ომის (1877-1878) გმირი.

წყარო: Грузинский генералитет (1699—1921) / Гогитидзе М., . — Киев, 2001. — стр. 130 

Awards and Honors

  • 1911 - წმინდა ანას I ხარისხის ორდენი
  • 1906 - წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი
  • 1903 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • 1899 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (ბანტით)
  • 1892 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1879 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1878 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
  • 1877 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი

Share: