The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ბახტაძე

დაბადების თარიღი:20 ოქტომბერი, 1899  (125 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მსახიობი, პედაგოგი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

სწავლობდა ხონის პროგიმნაზიაში (1909-1918), სერპუხოვში (19013-1917), 1919 წელს ისევ ხონის გიმნაზიაში და თბილისის პოლიტექნიკურ სასწავლებელში. სასცენო განათლება თბილისის დრამატულ სტუდიაში მიიღო, ასევე - მოსკოვის ქართულ სტუდიაში და უმაღლეს თეატრალურ სკოლაში მეიერხოლდთან.

პირველად, როგორც სცენისმოყვარული 1917 წელს გამოვიდა სერპუხოვის სცენაზე, შემდეგ იყო სამტრედიის (მ. ჭიაურელის ხელმძღვანელობით, შტრინგერი "სულელი", 1920) რუსთაველის (1920-1923), მოსკოვის ქართული თეატრისა (1923-1924), მეირხოლდის თეატრის (1924-1927) მსახიობი. 1927 წელს, როგორც მთავარმა რეჟისორმა და გამგეობის წევრმა მონაწილეობა მიიღო ქართული მინიატურების თეატრის დაარსებაში - თეატრი 30 ნოემბერს გაიხსნა. გიორგი ბახტაძე მუშაობდა მუშათა კლუბების გამგე-ინსრუქტორად, მათემატიკისა და რუსული ენის მსაწავლებლად.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I ./იოსებ იმედაშვილი -თბ.,2018.-გვ.332

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ხელოვნების მუშაკთა კავშირი, წევრი (1920-)

გააზიარე: